ბორჯომის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სასურსათო პაკეტები დაურიგდებათ

ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებამ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის სასურსათო პაკეტების გაცემა დაიწყო. ამის შესახებ ბორჯომის მერიამ “რეგიონულ კვირას”  აცნობა. მათი ინფორმაციით, სურსათის გაცემის პროცესს ბორჯომის მერის მოადგილე სოსო რაზმაძე ადგილზე გაეცნო.

როგორც მერიაში აცხადებენ, სასურსათო პაკეტი 12 სახეობის პროდუქტს მოიცავს. ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება „ჯანმრთელი მომავალი“ სასურსათო პაკეტებს 11-ივე საბავშვო ბაღის 840 აღსაზრდელს გადასცემს.

ცნობისთვის, სურსათი დაურიგდა ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 91 აღსაზრდელს.

შეგახსენებთ, რომ სასურსათო პაკეტებს, ბორჯომის მერია პანდემიის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით გასცემს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები