ლენტეხელმა სპორტსმენებმა სამბისტ ჭაბუკთა ჩემპიონატზე საპრიზო ადგილები მოიპოვეს

საქართველოს სამბისტ ჭაბუკთა ნაკრებს ორი ბრინჯაოს მედალოსანი ლენტეხიდან შეემატა. ზუკა გალობერი და გიორგი ჩანქსელიანი თბილისში, ძიუდოს აკადემიაში, საქართველოს ჭაბუკ სამბისტთა ჩემპიონატზე 2003-2004 წლებში დაბადებულთა შორის ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ . ლენტეხელმა მოჭიდავეებმა, 53 კგ. წ. კატეგორიაში მოიპოვეს გამარჯვება. ორივე მათგანი საქართველოს ნაკრების წევრი გახდა.
ლენტეხელი ახალგაზრდების მწვრთნელი გამოცდილი სპორტსმენი, ლენტეხის სასპორტო გაერთიანებების მთავარი მწვრთნელი იაკობ გაზდელიანია .

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები