“მხარეები ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრებენ” – ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტი საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით მოსკოვს ეწვევა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე მოსკოვში სამუშაო ვიზიტით ჩავა. ის 3 მარტს შეხვედრას გამართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. ამის შესახებ ინფორმაციას აფსნიპრესი ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას ინფორმაციით, მხარეები ისაუბრებენ ორმხრივ ურთიერთობებსა და საგარეო პოლიტიკის კოორდინაციის საკითხებზე საერთაშორისო ასპარეზზე.

ზახაროვას თქმით, რუსეთ-აფხაზეთის “მეგობრული ურთიერთობები” ემყარება ალიანსს და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები