ხობელი სპორტსმენი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა

კიევში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ხობელი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია ფინალში ირანელ სპორტსმენს, საჯატ აბასპოურაჯანს დაუპირისპირდა. შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიმდიდინარეობდა და ქართველი მოჭიდავის გამარჯვებით დასრულდა 3:3. რადგან ბოლოს ქულა სწორედ ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა, გამარჯვებულად ის გამოვლინდა.

ნახევარფინალში ნუგზარ წურწუმიამ ყირგიზ აბდულაევს მოუგო, მანამდე,მეთხედფინალში კი თანაგუნდელს, რამაზ სილაგავას შეხვდა და დაამარცხა. ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია.

ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ საქართველოს ნაკრების წევრები, რამაზ სილაგავა და გიორგი სულავა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები