რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 248-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 270.510 -ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა. რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი – 31, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 17, აჭარა – 16, კახეთი – 16, შიდა ქართლი – 14, ქვემო ქართლი – 8, მცხეთა-მთიანეთი – 7, გურია – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 1.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხერლმძღვანელთა განმარტებით 3 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 ცაგერის მუნიციპალიტეტის, ერთი კი ამბროლაურის მაცხოვრებელია. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების შემთხვევა ონსა და ლენტეხში არ დაფიქსირებულა-„მიუხედავად იმისა, რომ შაბათ-კვირას ნაკლებია მოქალაქეთა ტესტირები რიცხვი, ლენტეხში 15- მდე პიროვნება გავტესტეთ, მაგრამ პასუხი ყველა მათგანზე უარყოფითია“,-განუცხადა „რეგიონულ კვირას“ ლენტეხის ეპიდემიოლოგმა ლამზირა ბენდელიანმა.
ცნობისათვის- ამ დროისთვის ონსა და ლენტეხში თვითიზოლაციაში არცერთი ადამიანია, ხოლო ცაგერსა და ამბროლაურში მათი რიცხვი 50-მდე აღწევს.