კახეთში კოვიდინფიცირების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევიდან, კახეთში 16 გამოვლინდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი, დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ კი 270 758 შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაცია, მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 248 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 129 შემთხვევა, აჭარა – 16, იმერეთი – 31, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 14, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 17, კახეთი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3″,- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში კოვიდ-19-ით კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში 525 შეადგინა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები