აჭარაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში, აჭარაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა – 18 პაციენტი. დღემდე გამოჯანმრთელებულია 35 592 ინფიცირებული.
ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა -7 მა პირმა.
ამ დროისთვის, კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 115 მოქალაქე, მათ შორის მართვით სუნთქვიაზე 3 პირი იმყოფება.
კოვიდ სასტუმროში – 48, ხოლო
ონლაინ კლინიკაში – 91 პირია მოთავსებული.