ახალციხეში 70 წლამდე ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე 70 წლამდე ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი დღეს, რამდენიმე წუთის წინ ნახეს.

როგორც მეზობლები “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას აცხადებენ, გარდაცვლილი ბოლოს გუშინ, საკუთარ ეზოში ნახეს. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავებს ფაქტის შესახებ ინფორმაცია გარდაცვლილის ნათესავმა მიაწოდა.

“თავისმა ნათესავმა მოისაკლისა და მოვიდა. რომ მისულა კარებზე დაუკაკუნებია ბევრჯერ და არავინ გამოხედა. მერე ძლიერად შეუღია კარი და უნახავს გარდაცვლილი. ამის შემდეგ გამოიძახეს პოლიცია”, – განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.

ცნობისთვის, ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები