ლაგოდეხში მსახიობისა და რეჟისორის გივი ჯიბლაძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა
ლაგოდეხში, დრამატული თეატრისა და თოჯინების სახალხო თეატრის მსახიობისა და რეჟისორის გივი ჯიბლაძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიება ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ინიციატივით გაიმართა და მას
თვითმმართველი ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც დაესწრო.
‘’ბატონი გივი 50 წელია ემსახურება ჩვენს მუნიციპალიტეტს, შემოქმედებითი მოღვაწეობისა და ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნავად მას საპატიო მოქალაქის წოდების შემდეგ, ვარსკვლავი გავუხსენით, თითოეული ლაგოდეხელისათვის ძვირფას ადამიანს, ვულოცავ ვარსკვლავის გახსნას, მადლობას ვუხდი გაწეული შრომისათვის,ვუსურვებ ჯანმრთელობას და წარმატებებს შემოქმედებით ცხოვრებაში“, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.