სად შეძლებთ რუსთავში მგზავრობისთვის საშეღავათო ბარათების აღებას
რუსთავის მუციპალური ტრანსპორტი 8 თებერვლიდან სამი კვირის განმავლობაში მგზავრებს უფასოდ ემსახურებოდა. პირველი მარტიდან კი ტრანსპორტირების საფასურის გადახდა სავალდებულოა.
რუსთავის მერიამ უკვე დაიწყო იმ პლასტიკური ბარათების დამზადება, რომლითაც მგზავრები ავტობუსით გადაადგილებისას მგზავრობის საფასურის გადახდას შეძლებენ.
ის მოქალაქები, რომლებიც შეღავათიანი ტარიფით სარგებლობენ სამგზავრო ბარათებს მერიაში მიიღებენ, ხოლო ის მოქალაქეები ვისაც არ ეხებათ შეღავათიანი ტარიფი საქართველოს ბანკის ფილიალებსა და გადახდის აპარატებიდან შეძლებენ ბარათის შეკვეთას.
აღნიშნული აპარატები რუსთავში 5 ლოკაციაზეა განთავსებული.
ეს მისამართებია:
- კოკსტავას #17,
- მეგობრობის ქუჩა #18,
- მესხიშვილის ქუჩა #14
- მესხისვილის და ლეონიძის ქუჩების კვეთა
- მე-19-ე მიკრო რაინის N17 კორპუსთან განთავსებულო აპარატი
შეგახსენებთ, რომ ქალაქის მერია სოციალური პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის თანხას ოთხი კატეგორიის ბენეფიციარებს უფინანსებს – ესენია:
სოცლიალურად დაუცველები, ვეტერანები, 1-ლი ჯგუფის უსინათლო შშმ პირები, ააიპ-ების და სსიპ-ების თანამშრომლები (პედაგოგები, დასუფთავების სამსხურის თანამშრომლები, მუსიკის მასწავლებლები, ბაგა-ბაღების თანამრომლები და ასხვ.)