ახალგაზრდობის სააგენტომ, ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, მცირე ახალგაზრდული სივრცე გახსნა
ახალგაზრდობის სააგენტომ ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, მცირე ახალგაზრდული სივრცე გახსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, სააგენტომ პირველადი ტექნიკური აღჭურვილობა და ექსპერტული დახმარება გამოყო, რათა ახალგაზრდული სივრცეების კონფეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს, აღნიშნული სივრცე კი, ფუნქციონირებას გაზაფხულიდან დაიწყებს.
ახალგაზრდული სივრცის არსებობა, ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს. სივრცე გაზაფხულიდან ამოქმედდება, ამისთვის ჩვენ პირველადი ტექნიკური აღჭურვილობა და ექსპერტული დახმარება გამოვყავით, რათა ახალგაზრდული სივრცეების კონცეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს.