კოვიდინფიცირების 373 ახალი შემთხვევიდან 47 იმერეთში დაფიქსირდა

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 373 ახალი შემთხვევიდან 47 იმერეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 396-ია, საიდანაც 282 იმერეთის კოვიდმიმღებ კლინიკებში მკურნალობს.
ბოლო მონაცემებით, კოვიდპაციენტებიდან მძიმეა 254 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან იმერეთის კოვიდკლინიკებში 75-ია მოთავსებული.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჯამში 98 პირია, მათგან 11 – იმერეთში. რაც შეეხება კლინიკურ სასტუმროებს 164 ადამიანიდან 9 იმერეთში იმყოფება.
საცხოვრებელ ბინაზე მკურნალობის კურსს კი 751 პირი გადის.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები