რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 373-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 270.510 -ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.რეგიონების მიხედვით კი სტატისტიკა ასე გამოიყურება-აჭარა – 19, იმერეთი – 47, ქვემო ქართლი – 6, შიდა ქართლი – 41, გურია – 19, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 28, კახეთი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 8, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4”, – ნათქვამია განცხადებაში.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა. 2 ახალი შემთხვევა კი ამბროლაურს უკავშირდება.
მათივე გამარტებით, ონსა და ლენტეხში ამ მომენტისთვის თვითიზოლაციაში არცერთი ადამიანი იმყოფება, ცაგერსა და ამბროლაურში მათი რიცხვი 50-ს აღწევს.