კახეთში კოვიდ 19-ის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევიდან, კახეთში 16 გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია,
მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 373 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 177 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 47, ქვემო ქართლი – 6, შიდა ქართლი – 41, გურია – 19, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 28, კახეთი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 8, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -4”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოში კოვიდ-19-ით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში 542 შეადგინა.