28 ახალი შემთხვევა და 37 გამოჯანმრთელებული – ეპიდვითარება სამეგრელოში

გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვირუსი 37-მა პაციენტმა დაამარცხა.

სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე, 106 ადამიანი მკურნალობს. მათგან 10-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის, საკარანტინო სივრცეებში სულ 122 ადამიანი რჩება.

სამეგრელო-ზემო სვანეთში, კოვიდ საავადმყოფოებში ამ დროის მონაცემები
ასეთია:

რუხის კლინიკაში იმყოფება – 46 კოვიდპაციენტი მათ შორის 4 მძიმე პაციენტი.
სენამედის კლინიკაში – 6 მათ შორის 1 მძიმე პაციენტია. ფოთის კლინიკაში ამ დროისთვის, მკურნალობის კურსს გადის 19 პირი, მათ შორის მძიმეა 2-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 9 პაციენტი მკურნალობს მათ შორის 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში – 8
სენაკი ლაზიკა მედში კი 18 ინფიცირებულია მოთავსებული მათ შორის 1 მძიმე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები