ჭიათურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს დასრულდა.

ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე და მერის მოადგილე დავით ბიწაძე ხვაშითის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში -ვაკევისასა და კვახაჯელეთში იმყოფებოდნენ და პრიორიტეტების შერჩევის მიზნით გამართულ კრებას დაესწრნენ.

ადგილობრივებმა სხვა სოფლების მსგავსად ის მნიშვნელოვანი პროექტები გამოავლინეს, რომელიც მათ სოფელში განხორციელდება.
სოფელ ვაკევისას მოსახლეობამ მხარი სპორტული მოედნის მოწყობას დაუჭირა, კვახაჯელეთში კი, ადგილობრივებმა წისქვილის მშენებლობა მოითხოვეს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტში 2021 წელს 812 000 ლარი დაიხარჯება.
სოფლის კრება მუნიციპალიტეტის 60 -ივე სოფელში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები