ონის მერიაში ინფორმაცია მეწარმეებისგან ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ მიიღეს

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან.ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

26 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი მახათაძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად , გაცნობითი შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს „მპტ“, შპს „ ცოტნე“, შპს „ევროტექნიკსი’, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის” , შპს „ ოვრო“, შპს „ ჯეი ემ კომპანი“, ,შპს „ დელტმშენი’’ წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ზოგ ობიექტზე უამინდობის გამო შემაფერხებელ გარემოებებზე , პრობლემებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე,

სამუშაო ობიექტების დროულად და ხარისხიანად შეესრულება მიზნით, დაიგეგმა სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის უახლოეს ხანში სამუშაო გეგმა-გრაფიკის წარმოდგენა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები