სკოლის რეაბილიტაცია და ახალი საბავშვო ბაღი ხობის მუნიციპალიტეტში – სამუშაოებს დეპუტატი გაეცნო

ხობის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“შავღელეში საჯარო სკოლის რეაბილიტაციის და პირველ ხორგაში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნენ.
სკოლის რეაბილიტაციის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ 193 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
საბავშვო ბაღი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შენდება.
სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობაზე 500 000 ლარი დაიხარჯება.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები