თელავში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, ნათლისმცემლის ეკლესიისკენ მიმავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
” პროექტის ფარგლებში, მოასფალტდა 550 მეტრის სიგრძის გზა, მოეწყო სანიაღვრე არხი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,როუდ სოლუშენმა,, შეასრულა, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 379 973 ლარით დაფინანსდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.