ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა

ყვარელის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ,,რეგიონული კვირის” ინფორმაციით, სოფელ ახალსოფელში “ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის კონსტრუქციას დაეჯახა. შეჯახების დროს მიყენებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები