ზუგდიდის ცენტრში მდებარე ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს – დამნაშავეები მიიმალნენ

ზუგდიდის ცენტრში მდებარე ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს. თვითმხილველების ინფორმაციით, წაღებულია ოქრო.

სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, სავაჭრო ცენტრში ორი ახალგაზრდა მამაკაცი ცოტა ხნის წინ შეიჭრა. ისინი, სავარაუდოდ, შეიარაღებულები იყვნენ, თუმცა, გასროლა არ ყოფილა.

დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები