ქუთაისში ახალი სკვერი მოეწყობა

ქუთაისში რუსთაველის ხიდთან, ნიკიტინის ქუჩაზე სკვერის მოწყობა იგეგმება.
ამასთან დაკავშირებᲘთ, მერიამ განმეორებითი ტენდერი გამოაცხადა.

ქუთაისში ნიკიტინის ქუჩაზე სკვერის მოწყობისთვის ბიუჯეტიდან 347 732 ლარი დაიხარჯება.
ხარჯთაღრიცხვაში ნიკიტინის ქუჩაზე მოსაწყობი სკვერის გარდა, ვაჟა ფშაველას ქუჩა N58-თან არსებული სკვერისა და აღმაშენებლის გამზირის N125-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობაც შედის.
ნიკიტინის ქუჩაზე ახალი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 280 000 ლარი დაიხარჯა.
26 წლის ქუთაისელი თამაზ ნიკიტინი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ემსხვერპლა. ახალგაზრდა ჯარისკაცის ომში დაღუპვის შემდეგ ქუჩას, სადაც ის ცხოვრობდა, მისი სახელი დაარქვეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები