ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი 1 მარტს განახლდება.
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით განაახლებენ”, – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.