პარმენ მარგველაძემ რეგიონის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა საკითხებზე შესაბამისი სამსახურის უფროსებთან იმსჯელა
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, პარმენ მარგველიძემ რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა-ინფორმაციას მხარის სახელმწიფო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი განმარტებით,
შეხვედრის მთავარ მიზანს რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა სფეროებში არსებული ვითარების გაცნობა წარმოადგენდა. თათბირის მონაწილეებმა მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. საუბარი სამედიცინო, სოციალური, განათლებისა და სხვა სახელმწიფო სერვისების მოსახლეობისათვის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფას შეეხებოდა. სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონალური სამსახურების ხელმძღვანელებს პანდემიის პირობებში გაწეული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.