აჭარაში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
17 ახალი შემთხვევა და 33 გამოჯანმრთელებული- ასეთია ეპიდ-სიტუაცია აჭარაში. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საერთო ჯამში კი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 35 542 შეადგინა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის კოვიდ კლინიკაში მკურნალობას გადის 112 ინფიცირებული. კოვიდ სასტუმროში 54 პირია მოთავსებული, ხოლო ონლაინ კლინიკაში 126 პირი რჩება.