რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 2-ით გაიზარდა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 337-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 270.137 -ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 175 შემთხვევა, აჭარა – 17, იმერეთი – 37, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – 21, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 33, კახეთი – 18, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
„რეგიონული კვირა“ მხარის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. მათი განმარტებით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში- ონში, ლენტეხსა და ცაგერში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების არცერთი დადასტურებული შემთხვევააა, 2 ახალი შემთხვევა კი ამბროლაურის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობას-ლენტეხსა და ონში დღეის მონაცემებით დაკვირვების ქვეშ აღარცერთი ადამიანი რჩება, ხოლო ცაგერსა და ამბროლაურში მათი რიცხვი 35-ია.