ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 337 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 37 დაფიქსირდა-ეპიდვითარება რეგიონში
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 337 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 37 დაფიქსირდა. ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 579, საიდანაც იმერეთში 285 ფიქსირდება. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 277 პირი, მათ შორის 82 იმერეთში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 110 პირი იმერეთში – 11.
167 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 3 – იმერეთში. 870 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 970 ადამიანი, მათ შორის იმერეთში 633.