გურიაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიის რეგიონში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
Stopcov.ge ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 436 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 311 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 125 PCR ტესტით.
26 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 270 137-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 320 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 264 047-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 485 პირი ემსხვერპლა.