კახეთში კორონავირუსის 18 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კოვიდ-19-ის ინფიცირების 337 შემთხვევიდან, 18 კახეთში დადასტურდა.
” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 175 შემთხვევა, აჭარა – 17, იმერეთი – 37, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – 21, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 33, კახეთი – 18, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2″,- აღნიშნულია განცხადებაში.
ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით 10 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 320 პირი.