ახალციხის საბავშვო ბაგა- ბაღებში სასწავლო პროცესი 1 მარტიდან  განახლდება

საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლებისათვის ემზადებიან.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, ახალციხის მუნიციპალტეტში არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი მიმდინარე წლის 1 მარტიდან განახლდება.

როგორც “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს, ახალციხის მუსაბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი ადგილზე გაეცნენ.

ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის 26-ვე საბავშვო ბაგა-ბაღში აქტიურად მიმდინარეობს სააღმზრდელო ჯგუფების მოწესრიგება, დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული ყველა რეკომენდაცია. საბავშვო ბაგა-ბაღები სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარით და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით. ბაგა-ბაღებში მოწყობილია საიზოლაციო ოთახები, სადაც რესპირატორული სიმპტომების მქონე აღსზარდელები დროებით განთავსდებიან. აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს ყოველდღიურად ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი.

ცნობისთვის, ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მონიტორინგის ჯგუფის მიერ მუდმივ რეჟიმში გაკონტროლდება დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების დაცვა, რათა უზრუნველყოფილი იქნას, როგორც აღსაზრდელების, ისე პერსონალის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და შესაბამისად საბავშვო ბაგა-ბაღებმა შეუფერხებელად შეძლონ ფუნქციონირება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები