ქვემო ქართლში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

ქვემო ქართლში, მიუსაფარ ძაღლებში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც “რეგიონული კვირის” სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა უთხრა ცოფის შემთხვევები რუსთავსა და გარდაბანში დაფიქსირდა.

“ინსტრუქციის და კანონის შესაბამისად, განხორციელებულია სალიკვიდაციო ღონისძიებები და მდგომარეობა არის სტაბილური. საგანგაშო არაფერი არ არის. ჩატარდა იძულებითი ვაქცინაცია ცხოველის დაცემიდან 3 კილომეტრის რადიუსში, დეზინფექცია ჩაუტარდა დაცემის ადგილს და დაწესდა შემზღუდავი საკარანტინო ღონისძიებები, რაც ითვალისწინებს ადგილზე ცხოველების მიგრაციის კონტროლს. ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვემო ქართლში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა”, – თქვა მირანგულა ლიპარტელიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები