თერჯოლაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან კონსულტაციები დასრულდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
შეხვედრებს მერის მოადგილეებთან ერთად, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მიზნად ისახავდა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოსახლეობის ჩართულობის ზრდას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები ნახშირღელის, ქვედა და ზედა სიმონეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
ნახშირღელის მოსახლეობამ ძირითადი აქცენტები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე გააკეთა. ადგილობრივებისათვის მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, სანიაღვრე სისტემის მოწყობა და გარე განათების დამონტაჟდება.
აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად სახელმწიფოს მიერ, “სოფლის მხარდაჭირს პროგრამის” ფარგლებში საერთო ჯამში 32 000 ლარი გამოიყო.
ქვედა სიმონეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ხმათა უმრავლესობით საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, სანიაღვრე სისტემის მოწყობა, გარე განათების დამონტაჟება და თავშეყრის ადგილის კეთილმოწყობა გადაწყდა.
პროგრამის ფარგლებში , შერჩეული პროექტების დასაფინანსებლად 20 000 გამოიყო.
ზედა სიმონეთის ადგილობრივმა მოსახლეობამ პრიორიტეტულად საუბნო გზებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა დაასახელა.
პროგრამის ფარგლებში აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად სახელმწიფოს მიერ, საერთო ჯამში 20 000 ლარი გამოიყო.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეობას ყველა იმ პროექტის დაფინანსებას, დაპირდნენ, რომელიც თავად სოფლის მაცხოვრებლებმა დაასახელეს. გამოკვეთილი პრიორიტეტები კრების ოქმით დადასტურდება და პროექტებზე სატენდერო პროცედურები უახლოეს მომავალში დაიწყება.
სოფლის საერთო კრებები ღია სივრცეში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.
სოფლის კრებები და კონსულტაციები მიმდინარე წლის 18 თებერვალს დაიწყო და დღეს, 25 თებერვალს დასრულდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები