ვეტყვიჭალისა და საღანძილის საბავშვო ბაღების მშენებლობაზე მუნიციპალური განვითაერების ფონდიდან 1 400 000 ლარი დაიხარჯა

დღეს ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ვეტყვიჭალის და საღანძილის ახლად აშენებული საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტს ექსპლუატაციაში გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა ხარაგაულის ორ სოფელში მუნიციპალური განვითაერების ფონდიდან 1 400 000 ლარით დაფინანსდა.
რაც შეეხება ბაღებისთვის ახალ ინვენტარს, სათამაშოებს და სხვა ყველა საჭირო რესურსს – მათი შეძენა ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდა.
ხარაგაულის მერის ინფორმაციით, საღანძილის და ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღები, მარტის პირველ დეკადაში გაიხსნება.
სრულად ახალი ინვენტარით აღჭურვილი, ‍შშმ პირებისთვის ადაპტირებული, ორ სართულიანი, ევროპული სტანდარტების საბავშვო ბაღები 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები