ბათუმში რესტორნები შაბათ-კვირის გარდა სტუმრების მიღებას შიდა სივრცეში პირველი მარტიდან შეძლებენ. როგორც რესტორნებისა და კაფე-ბარების მეპატრონეები ამბობენ, რამდენიმეთვიანი პაუზის გამო ბიზნესს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. ის რომ აჭარაში ვირუსი განსაკუთრებით ვრცელდებოდა, რესტორნების გახსნის იმედი აღარ ჰქონდათ, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, აჭარაში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელმა იკლო და ინფიცირების რისკიც გასული თვეებისგან განსხვავებით გაცილებით დაბალია.
“ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ როგორც მოგვეთხოვებოდა, სხვანაირად არ შეიძლებოდა. მართალია მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა ჩვენს ბიზნესს, განსაკუთრებით პატარა კაფე-ბარების მეპატრონეებს. ზოგისთვის ეს იყო შემოსავლის ერთადერთი წყარო. მაგრამ მალე უნდა დავასრულოთ ვირუსი, რადგან მომავალში შევძლოთ მუშაობის აწყობა”,- ამბობენ ბიზნესმენები.
ბათუმის გარდა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნების შიდა სივრცეები 8 მარტიდან მთელუ ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება.