კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცავალა

კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცავალა. 87 წლის ქალი ახმეტიდან იყო და ის მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა.

რეგიონში ვირუსით დაინფიცირების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს მონაცემები 11 600- მდე გაიზარდა. ახალი ინტიცირებულების 44 კონტაქტი ეპიდემიოლოგებმა უკვე მოიძიეს.

მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდსტატიატიკა ასეთია: ახმეტა-768, გურჯაანი-2694, დედოფლისწყარო -787, თელავი -2602, ლაგოდეხი – 1568, საგარეჯო -1405, სიღნაღი-826 და ყვარელი -950.

ამ ეტაპზე გადის მკურნალობას 180, მათ შორის 124 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 56 იმყოფება კოვიდ კლინიკაში.

ჯამში 11307 გამოჯანმრთელდა, 113 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები