კახეთში, ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 4 კი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, MERCEDES BENZ- ის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ OPEL- ის მარკის მანქანას დაეჯახა.
სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი მგზარი, ხოლო ოთხი ადამიანი მიყენებული ტრამვებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკალაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მყხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.