საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციები მოიხსნა. ძალაში მხოლოდ 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადადგილების შეზღუდვა რჩება.
“კერძო სექტორებთან და სამთავრობო უწყებებთან ერთად მზადყოფნას გამოვთქვამთ ტურისტის მიღებისთვის. აჭარაში პანდემიის მაჩვენებელი დღითიდღე იკლებს რაც მნიშვნელოვანია რეგიონისთვის. გარდა ამისა, ყველამ უნდა გაითავისოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს”,- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.