“საბჭოთა ოკუპაციის 100 წელი” – ონლაინლექცია ყვარლის მერიის ინიციატივით გაიმართა

ოკუპაციის დღესთან დაკავშიღებით ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და მთავარი ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ონლაინ შეხვედრა გაიმართა თემაზე – “საბჭოთა ოკუპაციის 100 წელი”. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ყვარლის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ახალგაზრდებთან საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ისაუბრა ყვარლის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგმა ელისო ბუშელაშვილმა და მერიის წარმომადგენელმა საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაციისა და არაფორმალური განათლების საკითხებში ნათია ოსეფაშვილმა.

1921 წლის 25 თებერვალს თბილისში მე-11 არმია შეიჭრა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებითმუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები