ამბროლაურის სოფლებში მოსახლეობამ პრიორიტეტულ პრობლემად გარე განათების მოწყობა შეარჩია

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე და მერის პირველი მოადგილე გიორგი დონაძე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროალურის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით,  კონსულტაციები სოფლების – გორისუბანი, ჯვარისა, ქედისუბანი, ზნაკვა, მოტყიარი, საკეცია, ბუგეული, აბანოეთი და ბარეულის მოსახლეობასთან შედგა.

სოფლების უმრავლესობაში პრიორიტეტებად გარე განათების მოწყობა განისაზღვრა.

სოფელ მოტყიარის მოსახლეობამ განსახორციელებელ პროექტად მოედნის რეაბილიტაცია, ქედიუბანში კი ადგილობრივებმა სკვერის მოწყობა შეარჩიეს.

ცნობისათვის, პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 5 მარტამდე გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში, 10-დან 16 000 ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები