ცაგერში ლაილაშის სკოლის მშენებლობა დასრულდა

ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა-აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს. მათი განმარტებით სკოლა 90 ბავშვზეა გათვლილი და შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. სამუშაოები 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდა.
ლაილაშის საჯარო სკოლის პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა და მისმა ღირებულებამ 1.9 მილიონი ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები