საჩხერეში, ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 200 ათას ლარამდე დაიხარჯება
საჩხერის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარებს. ამის შესახებ, ინფორმაციას მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობამ განსახორციელებელი პროექტების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მათი მოთხოვნით პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:
• სოფელი სპეთი-16 000 ლარი-დავაძეების უბანში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა
• სოფელი ჭალა-16 000 ლარი-გომართლების უბანში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა
• სოფელი დრბო-10 000 ლარი-საუბნო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა
• სოფელი საკოხია-10 000 ლარი-სასფლაომდე მისასვლელ გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა
• სოფელი ღონა-16 000 ლარი-ნამგლაძეების უბანში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა
• სოფელი პერევი-16 000 ლარი-საბავშო ბაღის ეზოში ატრაქციონების მოწყობა
• სოფელი ჭურნალი-10 000 ლარი-საუბნო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა
• სოფელი ჯრია-10 000 ლარი-ტრენაჟორების მოწყობა
• სოფელი დარყა-16 000 ლარი-ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა
მოსახლეობასთან შეხვედრებს საჩხერის მუნიციპალიოტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი და თვითმმართველობის წარმომადგებლები ესწრებოდნენ.