თორნიკე რიჟვაძე: წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ცალკე აღებული პირი განსაზღვრავდა საინვესტიციო პროექტის ბედს

აჭარის მთავრობაში დღეს გამართულ ბრიფინგზე, ერთ-ერთი საკითხი რაზეც მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ისაუბრა, ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას ეხებოდა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, აღნიშნული საკითხი აჭარის კულტურულმა მემკვიდრეობის სააგენტომ უკვე განიხილა.

მთავრობის თავმჯდომარეს განმარტებით, თავად განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.

“რაც შეეხება კონკრეტულად ამ ობიექტს, აქ არის გაცემული პროექტი, რომელზეც იმსჯელა კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ. მე, ჩემი გადასახედიდან გამოვხატე ჩემი პოზიცია, საბჭომ რაზეც იმსჯელა, ეს მათი გადაწყვეტილებაა და რა თქმა უნდა, ის დროც წარსულს ჩაბარდა, როცა თუნდაც მთავრობის თავმჯდომარე ან რომელიმე ცალკე აღებული პიროვნება განსაზღვრავს კონკრეტული საინვესტიციო პროექტის ბედს“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

,,ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში 16-სართულიან სასტუმროს და ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს. ამ მასშტაბის მშენებლობაზე თანხმობა უკვე განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა. აქამდე კომპანიას მხოლოდ 4-სართულიან მშენებლობაზე ჰქონდა ნებართვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები