„არა ოკუპაციას“ – ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პერფომანსი დადგეს

ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით პერფომანსი დადგეს. სკოლის ეზოში საქართველოს რუკა ცარცით დახატეს, ქართული ცეკვები და სიმღერები შეასრულეს და საკუთარი ნახატების გამოფენაც მოაწყვეს.

საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების წამყვანი პედაგოგი ნინო ნემსწვერიძე „რეგიონულ კვირასთან“ ამბობს, რომ პერფომანსის იდეა ბავშვებსა და სკოლის მეცნიერების კათედრას ეკუთვნის.

„ჩვენს მოსწავლეებს იდეის განხორციელებაში გვერდით დავუდექით, ხორცი შევასხით და 25 თებერვალს ღია სივრცეში დავაფიქსირეთ აზრი, რომ ოკუპაცია დროებითია, რომ „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი“, რომლებიც თავისუფალ საქართველოში ცხოვრების რეალობას მოიტანენ”, – განაცხადა ნინო ნემსიწვერიძემ.

დღესვე მოსწავლეებმა თავიანთი ნახატების გამოფენა „საქართველოს გაუმარჯოს“ მოაწყვეს. როგორც სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე შორენა ხეცურიანი „რეგიონულ კვირასთან“ განმარტავს, ბავშვებმა თავიანთი ინიციატივით გამოფენა ყველა კლასში მოაწყვეს.

„ეს ის თაობაა, რომელმაც რუსული ოკუპაციის შესახებ ძირითადად წაკითხულიდან და მონათხრობიდან თუ იცის, მაგრამ ამ ნახატებში მძაფრად ჩანს, როგორ განიცდიან ოკუპაციას, ტანკებს, დაკარგულ ტერიტორიებს, მათი თანატოლების შეწყვეტილ ბავშვობას“,-თქვა შორენა ხეცურიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები