ახალციხის ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოსახლეობამ პრობლემები განიხილა – პროექტებზე 612 000 ლარი დაიხარჯება
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა სოფლებში – ანდრიაწმინდაში, ანდასა და წყორძაში. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები რუბენ კარაპეტიანი და ალექსი ზედგინიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იოსებ კაპანაძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
“ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტეტები გააცნეს მოსახლეობას, იმსჯელეს დასახლებებში არსებულ პრობლემებზე და საჭიროებებზე. დასახლებების საერთო კრებაზე მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა პრიორიტეტები”, – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, 2021 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება. თითოეულმა სოფელმა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო, ადგილობრივი მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით თავად წყვეტენ, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.