კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში ოკუპაციის 100 წლისთავზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში, ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაუშვეს. ამის შესახებ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

„დღეს, ოკუპაციის 100 წლისთავზე, კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშა. საქართველოს პრემიერ – მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ერთი-ერთი, ძირითადი პრიორიტეტია დეოკუპაცია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის. ოკუპაცია დროებითია”, – განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები