კახეთში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ხელისუფლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა იმსჯელეს

კახეთში, ეპიდემიოლოგიური ვითარება, ხელისუფლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა დისტანციურ რეჟიმში განიხილეს.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მორიგ სამუშაო შეხვედრაზე, ძირითადად, პირველი მარტისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებების მზადების პროცესი შეფასდა.

“კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა კახეთის რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელებთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებისა და საბავშვო ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლებთან მორიგ სამუშაო შეხვედრაზე, რეგიონში
არსებული ეპიდვითარება, საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებელთა კოვიდ-ტესტირების მიმდინარეობა და საბავშვო ბაღებში 1 მარტისთვის მზადების პროცესი განიხილა”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები