10 125 ლარი 9 ოჯახისთვის- მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სოციალური პროგრამა სიღნაღში 2021 წელსაც გაგრძელდება

სიღნაღში, 2020 წელს, მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური პროგრამით, ცხრა ოჯახმა ისარგებლა, რაზეც ჯამში 10 125 ლარი დაიხარჯა.
აღნიშნულ ინფორმაციას, ადგილობრივი მერია სოციალურ ქსელში ავრცელებს, მათივე თქმით, პროგრამა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

” აღნიშნული სოციალური ქვეპროგრამით დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია:
განცხადება მერის სახელზე;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
შვილების დაბადების მოწმობების ასლები;საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები