ქუთაისში მოსკოვის ქუჩას შინდისის გმირების ქუჩა ეწოდა

ქუთაისში მოსკოვის ქუჩას შინდისის გმირების ქუჩის სახელი მიენიჭა.
25 თებერვალს, სიმბოლურად, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, მანიშნებელი აბრა განთავსდა ქუჩის დასაწყისში.
ერთ-ერთ სახლზე აბრა შინდისის ბრძოლის მონაწილე ტრისტან ჩიტიძემ თავად განათავსა.
„შემთხვევით არ აგვირჩევია დღევანდელი დღე ამ ქუჩის სახელდებისთვის. 100 წელი გავიდა საბჭოთა ოკუპაციიდან. სამწუხაროდ, ოკუპაცია გრძელდება დღემდე, თუმცა, ეს დროებითია, ჩვენ მას აუცილებლად დავასრულებთ და ყველანი ერთად ვამბობთ – არა ოკუპაციას! სწორედ ამიტომ, სწორედ დღეს – 25 თებერვალს ვაცხადებთ სიმბოლურად, რომ ეს ქუჩა, რომლის სახელიც აქამდე ოკუპანტთან ასოცირდებოდა, ამიერიდან იმ გმირი ბიჭების სახელობის იქნება, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე შესწირეს ოკუპანტებთან ბრძოლას. მათი გმირობის და ხსოვნის პატივსაგებად იქნება ქუთაისში შინდისის გმირების სახელობის ქუჩა“,- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
მოსკოვის ქუჩისთვის შინდისის გმირების სახელის მინიჭების პროცედურა უკვე დაწყებულია საკრებულოს შესაბამის კომისიებში და უმოკლეს ვადაში, ოფიციალური გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები