საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ სახელმწიფო და მუნიციპალური დროშები დაეშვა. ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მერიიდან აცნობეს.

“100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა.
2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა.

ამ ტრაგიკული მოვლენის აღსანიშნავად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დღის განმავლობაში იქნება დაშვებული”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები