თორნიკე რიჟვაძე: მოვუწოდებ მოსხლეობას, დავიცათ რეკომენდაციები, რათა შევინარჩუნოთ სტაბილური სიტუაცია

აჭარის მთავრობის სახლში შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. რეგიონში განახლდება სკოლამდელ დაწესებულებებში სასწავლო პროცესი, ასევე ამოქმედდა რესტორნები და კაფე-ბარები დახურულ სივრცეში.

“საკოორდინციო საბჭოს გადაწყვეტილებით რიგი შეზღუდვები მოიხსნა, აჭარაში აღდგება როგორც მუნიციპალური ტრნსპორტი ასევე სკოლამდელი დაწესებულები, ასევე რესტორნებმა მიიღეს უკვე სტუმრები. ჩვენ შევძლებთ, რომ ეპიდვითარება სტბილური იყოს. მე მოვუწოდებ მოსხლეობას, დავიცათ რეკომენდაციები, რათა შევინარჩუნოთ სტაბილური სიტუაცია”,- განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები